პროკრასტინაცია ჩვენი არსობისა

წუხელ გვიანობამდე ვერ დავიძინე. თითქოს არაფერი მჭირდა, არც ბევრი ყავა დამილევია, არც მეზობლები ხმაურობდნენ და არც ეზოს  ძაღლები მაწუხებდნენ ყეფით, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე. ავიღე ტელეფონი და ფეისბუქის სქროლვა დავიწყე. ბევრი ვსქროლე თუ ცოტა, ნატალიას გაზიარებულ პოსტის ლინკს მივაგენი. ჰოდა, გავიხსენე ძველი დრო, როცა ბლოგებს ჯერ კიდევ ვკითხულობდი და Wonderland-ზე გადავედი. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ პოსტის მეშვეობით ღამის სამ საათზე გავიგებდი სიმართლე ჩემი თავის შესახებ. რა სიმართლეს? იმას, რომ ავად ვარ. ჩემს ავადმყოფობას პროკრასტინაცია ჰქვია.

marie-vorlander-1

პროკრასტინაცია (იგივე სტუდენტის სინდრომი) არის ადამიანის ჩვევა, გადადოს მნიშვნელოვანი საქმეები და აკეთოს სისულელეები. ნუ, მთლად სისულელეებიც არა, მაგრამ ნაკლებად პრიორიტეტული საქმეები, რომლებიც არსად გაგექცევიან და მათი შესრულების გარეშეც მშვენივრად იბრუნებს დედამიწა.

K-Soderquist---Uppskjutarbeteende-WEBBდავიწყე თუ არა ამ თემაზე ფიქრი, ისევ პროკრასტინაციამ შემომიტია. ვიფიქრე, დავგუგლავ, იქნებ განკურნების საშუალებებს მივაგნო-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად რაც გავაკეთე, ამინდის პროგნოზის საიტზე შესვლა იყო. ბოლოს იმის გახსენება დავიწყე, როდიდან მჭირს ასე და მივხვდი, რომ ყოველთვის ასე ვიყავი. გამოდის, რომ მდგომარეობა უიმედოა. ისღა დამრჩენოდა, ამ ამბისთვის დადებითი მხარე მომეძებნა და ვიპოვე კიდევაც, თანაც ძალიან ბევრი: საბოლოოდ დავასკვენი, რომ პროკრასტინაციის გარეშე ჩემი ჰობიების 90 პროცენტი საერთოდ არ იარსებებდა. არ მექნებოდა წაკითხული ძალიან ბევრი წიგნი (რომლებსაც საგამოცდო კონსპექტების ნაცვლად ვკითხულობდი ხოლმე), არ მეცოდინებოდა ბევრი ისეთი რამ, რაც კაცმა რომ თქვას, აზრზე არ ვარ საიდან და რატომ  ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ოდესღაც ძალიან ჩავუღრმავდი მათში გარკვევას (ალბათ იმ დროს აბიტურიენტი ვიყავი ან ჰაგიოგრაფიას გავდიოდი) და გავერკვიე კიდევაც. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა გენიოსის შემოქმედების თავი და თავი პროკრასტინაციაა! აბა რა ევაშლებოდა ისააკ ნიუტონს, დაფიქრებულა ვინმე? ალბათ უამავი საქმისგან თავის ასარიდებლად ხის ძირას ჩამოჯდა. მერე ვაშლი დაეცა, რომელზეც ბევრი იფიქრა და ასე მოხდა სასწაულიც. ან არქიმედემ როგორ აღმოაჩნა თავისი კანონი? როგორ და უამრავი დავალების მიუხედავად აავსო აბაზანა და შიგნით მოკალათდა. საერთოდაც, თანამედროვე ბიზნესმენების წარმატების საიდუმლოზე დაფიქრებულა ვინმე? სკოლიდან გამოსვლა, მოვალეობებისათვის თავის არიდება და გარაჟში ჩხირკედელაობა.

დაბოლოს. არ ვიცი, უცხოური წყაროები რას წერენ  განკურნების საშუალებების შესახებ, მაგრამ მე ძალიან მარტივი გზა გამოვნახე: უნდა გაიჩინო ყველაზე რთული და აუტანელი ვალდებულება, რომლისთვის თავის არიდების მიზნით ამქვეყნად ყველაფერს გააკეთებ. 🙂

Advertisements

ტრავოლტას გიფი

რა უცნაურია… ჯერ კიდევ წუხელ, ძილის წინ, მშვენივრად ვიცოდი რის დაწერას ვაპირებდი. ახლა კი ტრავოლტას გიფივით შემოვედი აქ თვალებს ვაცეცებ.

კარგი, რამეს მოვიფიქრებ.

nothing

საზაფხლო შვებულების ბოლო დღეებს ვითვლი. “საზაფხულო” ჰქვია, თორემ სინამდვილეში შემოდგომაზე დაიწყო. ბოლო დროს ვფიქრობ, რომ შვებულებისთვის სეზონს არავითარი  მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, იმ დროს დაამთხვიო, როცა ყველაზე მეტად ხარ დაღლილი და არავის დანახვა აღარ გინდა. ჰოდა, წელს საკმარისზე მეტად დავიღალე. დაღლა ერთი მხხრივ კარგიცაა. ემოციები გისუსტდება და წვრილმანებზე აღარ გეფიქრება. მეორე მხრივ კი ატყობ, რომ სასიცოცხლო რესურსები ნულისკენ იწევს თუ დროზე არ გაჩერდი, შეიძლება ძალიან მარტივად მოკვდე. თუმცა,  ამის სათქმელად არ დამიწყია ამის წერა. Continue reading

“შავი პარასკევი” თბილისში

არსებობს ამქვეყნად ვინმე, ვისაც შეუძლია “შავ პარასკევს” სავაჭრო ცენტრში მივიდეს და მხოლოდ ისეთი რამეები იყიდოს, რაზეც ფასდაკლება არ ვრცელდება?

კი, ეს მე ვარ! შეგიძლიათ, მიცნობდეთ.

b_1329370843457

“შავი პარასკევი” ქართულად ცოტა ავისმომასწავებლად ჟღერს, მაგრამ ოკეანის გადაღმა დიდ ზეიმთანაა დაკავშირებული. საქართველოში მადლიერების დღეს არ აღვნიშნავთ, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ შოპინგს დავჯერდეთ. ჰოდა მეც გადავწყვიტე, შვებულების ბოლო დღე  შოპინგისთვის დამეთმო და სამსახურში დაბრუნებამდე ახალი რამეები მომემარაგებინა. რა თქმა უნდა, ფასდაკლებების შესახებ წინასწარ ვიცოდი, რადგან ყველა მაღაზია ერთი კვირით ადრე მიგზავნიდა SMS შეტყობინებებს. პატარა “ვიშლისტიც” შევადგინე და “თბილისი მოლში” წავედი. წავედი და ძალიანაც ვინანე.

სამუშაო საათებშიც კი (15:00-16:00) აღმაშენებლის ხეივანი იმდენად გადატვირთულია ტრაილერებითა და  დასავლეთისაკენ მიმავალი მანქანებით, რომ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სრული განუკითხაობა სუფევს. ამას ისიც ემატება, რომ ცარიელი ტაქსები პირდაპირ პარკინგის შესასვლელთან ჩერდებიან და პოტენციურ კლიენტებს ათვალიერებენ. ამასობაში იქმდენა საცობი და ირგვლივ კი არავინაა, ვინც მოძრაობას დაარეგულირებს, ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციებშიც კი. ასე, სიმწრით ჩავაღწიე პარკინგის -4 სართულზე, ვარდისფერ სექციაში დავბანაკდი და სასურველ მაღაზიებს მივაშურე.

e32588eb2efd13cffed303ef44695e40რა ხდება ამ დროს მაღაზიებში? შესვლისთანავე ავიღე სასურველი ნივთები, რომელთა მდებარეობის შესახებაც წინასწარ ვიცოდი, თორემ ვერასოდეს მივაგნებდი, იმიტომ რომ ყელაფერი ერთმანეთზე ეყარა. ზომა წინასწარ ვიცოდი, ამიტომ არც გასასინჯი ოთახის უკიდეგანო რიგში მომიწია ჩადგომა. კონსულტანტის დახმარებაზეც დავიდანვე ხელი ჩავიქნიე, იმიტომ რომ ვერავინ ვიპოვე, ვისაც მომხმარებლისთვის ეცალა. ყველა მათგანი სასოწარკვეთილი სახით დარბოდა აქეთ-იქით და არეული ტანსაცმლის დალაგებას ცდილობდა. სულ ბოლოს, როცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდი და ფულის გადასახდელად სალაროსკენ გავემართე, მივხვდი, რომ მერჩივნა, ცხოვრებაში არაფერი მეყიდა, ოღონდ იმ რიგში არ ამომხდომოდა სული. ჰოდა, ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნე და იქაურობას მოვშორდი.

რა ვიყიდე შავ პარასკევს?

ერთი ცალი “პანდორას” ჩარმი, რომელზეც ფასდაკლება არ ვრცელდებოდა და ყოველთვის შემეძლო მისი ყიდვა, ყოველგვარი ბრძოლისა და საცობში მოყოლის გარეშე.

ერთი ცალი “ივ როშეს” შხაპის გელი, რომელიც ისედაც მქონდა, მაგრამ მარაგის შესავსებად მაინც გამომადგა.

ერთი ცალი ლორის სენდვიჩი “კარფურში”, რომელიც მანქანაში შევჭამე, სანამ პარკინგიდან გაღწევას ვცდილობდი და ნახევარი საათის განმავლობაში ვიდექი ავარიულსიგნალებჩართული მანქანის უკან, რომელიც გასასვლელ გზას კეტავდა.

აი, ასეთი “შავი პარასკევი” ვიცით ჩვენ. მეგობრის დაბადების დღის საჩუქარს კი ხვალ ვიყიდი. იმედია, რამეს მაინც დატოვებდნენ.

რასა ვიქმნ (04.17)

99eaae3fbac4bf9aedcc3ad96d1cdcec

აჰა, კიდევ ერთხელ ჩავრთე ზბიგნევ პრაისნერის მუსიკა და ვცდილობ, მის ფონზე რამე დავწერო. მაგრამ არაფერსაც არ ვწერ. რასაც არ ვამბობ, არც დავწერ!

ვორქაჰოლიკი გავხდი.

ხანდახან მართლა მგონია, რომ მთებს გადავდგამ.

ისღა დამრჩენია, ფასთ ფუდით დავიწყო კვება და ენერჯაიზერებს დავეძალო.

მაგრამ არა.

ისევ ისეთი მწვანე ვარ, როგორიც წლების წინ მახსოვს საკუთარი თავი.

თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ისევ ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, მუსიკის მოსმენაში ვატარებ.

ძველი მანქანა ჰიბრიდით შევცვალე და დღეში 5 კილომეტრს ფეხით ვმოძრაობ.

მეტი არაფრის თქმა არ მინდა.

მირჩევნია, რამეს ვუსმინო 🙂

 

რასა ვიქმნ 02/2017

წინა “სერიაში” ელვაზე და მეხის გავარდნაზე რომ ვწერდი, ვცდილობ იმ ამბის გაგრძელებას მოვაბა თავი და იმედია, უახლესი 2 დღის განმავლობაში მაინც შევძლებ.vectorgirl19

ბოლო დროს, ძალიან მეზარება საკუთარ თავზე ლაპარაკი. ვინმე თუ რამეს მკითხავს, მოკლედ მივაფუჩეჩებ ხოლმე, ან რამე არაფრისმთქმელ პასუხს გავცემ და მალევე ვჩუმდები. საქმე იმაშია, რომ რაღაცნაირად მოვახერხე და ჩვეული კომფორტის ზონას თავი დავაღწიე. ახლა აუჩქარებლად ვცდილობ იმის მოფიქრებას, სად ვარ და საით მივდივარ. Continue reading